დაგვირეკეთ: 2 74 71 65 , 555 22 21 21 ან მოგვწერეთ:

გამარჯობა თუ გამარჯობათ? | ნათია თანანაშვილი

0

როგორ მოგწონთ ან გესმით მიმართვის დროს Hellos? ან Hies?
გსმენიათ მსგავსი გამოხატულება? ან თუ გაგიგიათ „ნახვამდისთ“?

ამ ბლოგში მცირედით ქართულ გრამატიკას შევეხები.

ძალიან ხშირად ვაწყდები დღეს-დღეისობით მსგავს შეცდომებს, როგორიცაა „გამარჯობათ“ ან “ბოდიშით“ და ან “მადლობთ”. ყველა ზოგჯერ მაინც, ვსაუბრობთ არა გრამატიკულად და არც ის მომწონს, როდესაც მინიმალურ და ელემენტარულ შეცდომებზე ერთმანეთს ეკიდებიან, და თავიანთ კრიტიკას ჩააქსოვენ, მაგრამ არის ისეთი „მარგალიტები“, რომელიც უბრალოდ მარტივია დავიმახსოვროთ და სწორად გამოვიყენოთ.

„გამარჯობა“ არ არის ზმნა, ამდენად, მას არ სჭირდება –„თ“ ბოლოსართი (გამარჯობათ), მკაცრი გრამატიკული წესების მიხედვით გაუმართლებელია.
სწორია “გმადლობთ” ან “მადლობა” და არა “მადლობთ”.
სწორია “ბოდიში” და არა “ბოდიშით”.

მოამზადა
ნათია თანანაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

Share.

About Author

Best British Centre

BBC - is a multi profile English-Georgian Georgian-English centre, which provides high quality and service for Georgian and foreign students.

Comments are closed.