დაგვირეკეთ: 2 74 71 65 , 555 22 21 21 ან მოგვწერეთ:

რატომ სჭირდება ადამიანს არდადეგები?

0

“ზაფხულში საჭიროა დასვენება და არა სწავლა”  – სწორედ ასე ფიქრობს ბავშვების უმეტესობა და მშობლების დიდი ნაწილი. თუმცა, გამოცდილი მასწავლებლები ფიქრობენ, რომ არდადეგებზე, სუფთა ჰაერზე თამაშის და სხვადასხვა აქტივობების დროს, შესაძლოა, ბავშმა გარკვეული რაოდენობის სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია მიიღოს, რომელსაც შემდგომში სკოლასა და სხვადასხვა ვითარებაში გამოიყენებს.

მაშ ასე, როგორ გავატაროთ არდადეგები ხალისიანად და ამასთანავე, გავხადოთ ის საინტერესო და სასარგებლო?

ზაფხული – ეს არის დრო, როდესაც ბავშვებმა უნდა დაისვენონ სასკოლო გაკვეთილებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწავლის შესახებ მთელი სამი თვით უნდა დავივიწყოთ. ბავშვის გონებიდან ყველაფერი, რაც მან სასწავლო წლის განმავლობაში შეიმეცნა, დაიკარგება. პედაგოგები გვირჩევენ, არდადეგების განმავლობაშიც გამოყოთ გარკვეული დრო მეცადინეობისთვის, თავად პროცესი კი შემოქმედებითი უნდა იყოს.

ლურჯი ცა – მეცადინეობა ღია ცის ქვეშ

ყველაზე კარგი ბავშვებთან ღია ცის ქვეშ მეცადინეობაა. არა მხოლოდ სპორტული და გარე თამაშები, ასევე მათემატიკა, ლიტერატურა, ხატვა, ხაზვა და სხვა…

ამასთან, მშობლები დგანან რთული არჩევანის წინაშე, თუ რომელი საგანი აირჩიონ? საგანები, რომელშიც ბავშვს თავდაჯერებულობა აკლია, თუ მისი საყვარელი საგნები, რომლებსაც ასე თუ ისე წარმატებით ართმევს თავს.

ასეთ შემთხვევაში საუკეთესოა საზაფხულო მეცადინეობების ოთხ ნაწილად გაყოფა. პირველი – საყვარელი საქმის კეთება, მეორე – რაიმე ახალზე და საინტერესოზე მუშაობა, მესამე – ბავშვისთვის რთულ საგნებზე მუშაობა, მეოთხე და ბოლო – გართობა და დასვენება.

გადაშლილი წიგნი

უმეტეს შემთხვევაში, სკოლის მოსწავლეებს ზაფხულის არდადეგებისთვის მათთვის აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურული ნაწარმოებების სიას აძლევენ და ამასთან, მათ აუცილებლად უნდა აწარმოონ მკითხველის დღიურები. (საუბარია სხვადასხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე)

ბავშვების უმეტესობა ამას კუთვნილ არდადეგებზე თავდასხმად თვლის და უკმაყოფილებას გამოხატავს.

მასწავლებლები, კი სერიოზულად დარდობენ იმაზე, თუ როგორ გახადონ ეს პროცესი ბავშვებისთვის საინტერესო, ვინაიდან კითხვა ავითარებს მეტყველების უნარებს, ასწავლის საკუთარი აზრის ფორმულირებას, ავითარებს შემოქმედებით შესაძლებლობებსა და ფანტაზიას – მოკლედ რომ ვთქვათ, ლიტერატურის გარეშე შეუძლებელია.

მოსწავლეთათვის აუცილებელია მშობლების დახმარება – ეცადეთ, ბავშვებთან წაკითხული წიგნები განიხილოთ – ეს მათ ძალიან დაეხმარება მკითხველის დღიურის წარმოებაში.

მოსწავლეები, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი ემოციების სიტყვებით გამოხატვას, ამიტომ, მათ  თქვენი დახმარება და მხარდაჭრა სჭირდებათ.

იკითხეთ ბავშვთან ერთად და მნიშვნელობა არ აქვს, ის თავად წაიკითხავს ტექსტს თუ თქვენ წაუკითხავთ, მთავარია, რომ მან გაიგოს რაზეა საუბარი და ყურადღების მიღმა არ დარჩეს ნაწარმოების აზრი. შემდეგ დახატეთ ის, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა: თქვენ თქვენი ნახატი, პატარამ – თავისი. ორივე ნახატი განიხილეთ მასთან და აცადეთ მას გამოხატოს თავი შეხედულებები მიღებულ ინფორამციასთან დაკავშირებით, ანალოგიურად მოიქეცით თქვენც.

უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ დახატოთ “ოქროს კუნძული” ან კუნძული, სადაც რობინზონ კრუზო ცხოვრობდა (რა თქმა უნდა წიგნის გადახედვა მოგიწევთ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს თქვენთვისაც სახალისო საქმიანობა იქნება).        წიგნის ერთად განხილვის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ციტატები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგეწონათ ან ყველაზე მეტად გამოხატავენ წიგნის არსს.

გარდა ამისა, საინტერესო იქნება ნაწარმოების ეკრანიზაციის ყურება, რათა შეადაროთ, თუ როგორ აღიქვამენ სხვადასხვა ადამიანები ერთსა და იმავე ნაწარმოებს.

რატომ საზაფხულო დღიური?

მკითხველის დღიური – ეს ფაქტობრივად უნიკალური გამოცემაა, რომელიც მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი არსებობს, J ვინაიდან მასში ყოველი მოსწავლე საკუთარ განსხვავებულ შთაბეჭდილებებზე წერს – საუბრობს წაკითხული წიგნის შესახებ და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, ხატავს, პასუხობს კითხვებს და ა.შ.

დღიურის წარმოების დაწყებამდე შეგვიძლია სხვადასხვა მოთხოვნები გავწეროთ, ასევე,  ფორმაც შესაძლოა, იყოს განსხვავებული – მკაცრად განსაზღვრულიდან სრულ თავისუფლებამდე.

ყველა შემთხვევაში იქნება ორი აუცილებელი პუნქტი – ავტორი და წიგნის დასახელება. მესამე აუცილებელ პუნქტი ძირითადად პერსონაჟების ჩამოთვლასა და მოკლე შინაარსის გადატანა შეიძლება იყოს, მეოთხე კი საკითხი წიგნის შესახებ საკუთარი აზრი გამოხატვას ეხება. ზოგიერთ დღიურში მითითებულია რიცხვები, თუ როდის იქნა წიგნი წაკითხული, გვერდების რაოდენობა და მშობლის დამადასტურებელი ხელმოწერაც კი.

თუნდაც თქვენი შვილის მასწავლებელი მკაცრად ითხოვდეს მკითხველის დღიურის სტანდარტების დაცვას, მინიმუმამდე ნუ შეამცირებთ თქვენს მონაწილეობას  – ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ხელისმოწერით. იყავით აქტიურად ჩართული, რათა ბავშვს გაუღვივოთ კითხვის სურვილი და მიღებული ინფორმაციის გადამუშავების ცოდნა.

ციფრები და ფაქტები

ზაფხულის არდადეგების განმავლობაში მოსწავლეთა 50%-ის კითხვითი უნარები უარესდება, ასევე უარესდება წერითი უნარები ბავშვების 67%-ში და ანგარიშის უნარები 75%-ში.

ცოდნისა და უნარების დონის შესანარჩუნებლად, არდადეგების განმავლობაში, ყოველდღე, სულ მცირე 15 წუთი მეცადინეობაც საკმარისია. ბევრ ქვეყანაში ეს წესი საზაფხულო ორგანიზაციის დღრის წესრიგშია. სასურველია, საზაფხულო გაკვეთილები 16 ივლისიდან დაიწყოთ და 26 აგვისტომდე გაგრძელდეს, კვირაში 5 მეცადინეობით.

წყარო: edu.aris.ge

კომენტარები

კომენტარი

Share.

About Author

Best British Centre

BBC - is a multi profile English-Georgian Georgian-English centre, which provides high quality and service for Georgian and foreign students.

Comments are closed.