დაგვირეკეთ: 2 74 71 65 , 555 22 21 21 ან მოგვწერეთ:

10 000-ზე მეტი მოსწავლე „ჩასაბარებლად შეუძლებელ“ ინგლისურის გამოცდას პეტიციით აპროტესტებს

0

10,000-ზე მეტმა ფრანგმა მოსწავლემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც მოუწოდებენ განათლების მინისტრს, გააუქმოს ბაკალავრიატის ინგლისური ენის წლევანდელი ტესტები, რომელთა ჩაბარებაც, როგორც თვითონ ამბობენ, შეუძლებელი იყო.

სკოლის დამამთავრებელ გამოცდაში, რომელსაც წლის ბოლოს ყველა მოსწავლე აბარებს (როგორც წესი, 17 წლის ასაკში), წელს მოყვანილი იყო ნაწყვეტი იან მაკევანსის „მონანიებიდან“, რომელიც წიგნის მთავარ პერსონაჟს, რობი ტერნერს ეხებოდა.

ჩამჭრელად შერაცხული „შეკითხვა M“ შემდეგში მდგომარეობდა: „როგორია მისი დამოკიდებულება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და როგორ ართმევს თავს ტერნერი მოცემულ პრობლემას (How is Turner coping with the situation) ?“

ბევრი ფრანგი თინეიჯერისთვის, რომელიც მოცემულ გამოცდას წერდა, აღმოჩნდა, რომ თავად ისინი საერთოდაც ვერ ართმევდნენ თავს გამოცდას სათანადოდ. განსაკუთრებული პრობლემა სწორედ სიტყვამ coping (რომელიც გამკლავებას, თავის გართმევას ნიშნავს) გამოიწვია, რომელმაც ძალიან ბევრი მათგანი გააოცა, რადგან არ იცოდნენ სიტყვის მნიშვნელობა. გამოცდის შემდეგ, ფრანგული სოციალური ქსელები მოსწავლეთა აღშფოთებულმა სტატუსებმა მოიცვა – ჰეშტეგით #BacAnglais.

17 წლის არტურმა Monday-ს რეპორტიორს უთხრა, რომ გამოცდის შემდეგ რამდენიმე მეგობარს ესაუბრა და აღმოაჩინა, რომ მათაც პრობლემა შეექმნათ ზემოთ აღნიშნულ სიტყვასთან დაკავშირებით.

„ამიტომ, შევქმენი პეტიცია, რათა მენახა, სხვებიც ისევე დაბნეულები იყვნენ თუ არა, როგორც ჩვენ და ის მართლაც ვირუსივით გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ უამრავი ბავშვი ჩააგდო საგონებელში სიტყვამ „coping“. ეს ნამდვილად არ არის ხშირად გამოყენებადი სიტყვა,“ – თქვა არტურმა.

პეტიცია სათაურით „გააუქმეთ შეკითხვა M“ გავრცელდა იმისათვის, რომ განათლების მინისტრის ყურადღება მიეპყროთ და გაეუქმებინათ ის, ან დაემატებინათ ბონუს ქულები მათთვის, ვინც მასზე პასუხის გაცემა შეძლო. ორიოდ დღეში მას 10,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

თუმცა, არტურს ყველა არ ეთანხმება. ასევე გამოსაშვები კლასის მოსწავლე ჰუგო ტრავერსმა ტვიტერზე დაწერა: „ერთი შეკითხვა გერთულოს და მაშინვე პეტიცია წამოიწყო, ეს ნამდვილად არასწორი მიდგომაა.“

წყარო: edu.aris.ge

კომენტარები

კომენტარი

Share.

About Author

Best British Centre

BBC - is a multi profile English-Georgian Georgian-English centre, which provides high quality and service for Georgian and foreign students.

Comments are closed.