British.Ge

გამარჯობა თუ ნახვამდის? | british.ge

უმეტესწილად, ინგლისურ ენაში საუბრები იწყება “hi”-ით რომელიც შემოკლებული ვერსიია “hello”-სა. ხალხი ამ მოკლე ვერსიას მიიჩნევდა როგორც არაოფიციალურ ტერმინს, თუმცა დღესდღეისობით სიტყვა“Hi” ისეთი პოპულარულია, არ აქვს მნიშვნელობა ვის ვხვდებით, ნებისმიერ დროს და ადგილას შეგვიძლია საუბრის დაწყება ინგლისური ენის ამ მოკლე სიტყვით. უნდა აღინიშნოს, თუ რამდენ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სალამს ხმარობენ მხოლოდ ერთხელ იმ შემთხვევაში, თუკი ერთი და იგივე პიროვნებას ვხვდებით. იშვიათად თუ წავაწყდებით კატეგორიას ადამიანებისას, რომლებიც დღის განმავლობაში იმდენჯერ გამოიყენებენ მისასალმებელ სიტყვას, რამდენჯერაც შეხვდებიან ერთი და იმავე პიროვნებას. ხოლო ინგლისურ ენაში ნებისმიერ დროს, შეხვედრისას ვიყენებთ სიტყვა „Hi” ან „hello”-ს.

“Good Bye” იგივე “Bye-Bye” ან მხოლოდ “Bye” ასევე გავრცელებული ტერმინია და იმდენჯერ ვსარგებლობთ ამ სიტყვით რამდენჯერაც ვიყენებთ სიტყვას „hi” ან „hello“-ს. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ მოგიწევთ ადამიანის დამშვიდობება დღის განმავლობაში იმდენჯერ უნდა დაშორდეთ ზემოთხსენებული ტერმინებით. აგრეთვე საკმაოდ პოპულარული ფრაზა „See you” ან „later”, რომელიც გულისხმობს “მომავალ შეხვედრამდე”-ს შესაძლოა ვიხმაროთ „bye”-ს ნაცვლად, თუმცა ეს ორი ტერმინი უფრო უშუალო ურთიერთობებში და ახლო მეგობრებთან გამოიყენება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ინგლისურ ენაში იმდენივე „hi“-ა რამდენიც „bye“.

“Howdy” ან “How do you do” და “Cheerio”, – დღეისათვის სრულიად არ გამოიყენება ეს ტერმინები, მაგრამ შესაძლოა შევხვდეთ არა ინგლისურენოვან ქვეყნებში, იმ კატეგორიათა რიცხვში ვისაც ინგლისური ძველად აქვთ ნასწავლი და მიიჩნევენ, რომ დღეისათვისაც გამოიყენება ეს სიტყვები.
“Howdy”, “How do you do” ან “Good Day” იგივე „Hello“-ა და გამოიყენებოდა მხოლოდ შეხვედრისას, მაშინ როდესაც “Cheerio” შეგეძლოთ გამოგეყენებინათ, როგორც შეხვედრისას ასევე დამიშვიდობებისას. რაც არ უნდა იყოს, დღეისათვის შეგვიძლია ეს ტერმინები დავივიყწოთ და არ გამოვიყენოთ ინგლისურ ენაში.

„Good Morning“ ან უბრალოდ „Morning“ იგივე „დილა მშვიდობის“ გამოიყენება მზის ამოსვლიდან შუადღემდე, და, აქვე ვხვდებით „შუადღეს“ იგივე “noon” საიდანაც სიტყვა „Afternoon“ წარმოიშობა, და შესაბამისად ვხვდებით შემდეგ მისასალმებელ სიტყვას „Good Afternoon“-ს ან მხოლოდ „Afternoon“-ს, რომელიც, როგორც ალბათ უკვე მიხვდით იხმარება, შუადღის შემდეგ, ანუ 12 საათიდან საღამომდე. სიტყვა „Noon“ ინგლისურ ენაში ასოცირდება ზუსტად 12 საათთან, მაშასადამე თავისუფლად შეგვიძლია, თუკი დროს გვკითხავენ და თუკი 12 საათია ვუპასუხოთ “It’s noon”. აი, ვახსენე სიტყვა საღამო იგივე „evening”, ალბათ გსმენიათ ეს სიტყვა და იცით მისი მნიშვნელობა, მაგრამ იცით თუ არა მისი წარმოშობა? სიტყვა“eve” ნიშნავს „წინა დღეს“ მაგალითად Christmas Eve ნიშნავს შობის წინა დღეს ან საღამოს. წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოდის სუფიქსი “ning” მაგრამ „Good Evening“ ან „Evening“ როგორც უკვე მიხვდით გამოიყენება შუადღის შემდეგ და შუაღამემდე. და ცოტაოდენი ვთქვათ „midnight”-ის შესახებ იგივე შუაღამე, ასახავს ზუსტად ღამის 12 საათს. .

ისევე როგორც ქართული, თუკი „Good Morning“, „Afternoon“ ან „Evening“ გამოიყენება შეხვედრისას, ფრაზა „Good Night“ ან უბრალოდ Night (არაოფიციალური Nite) გამოიყენება დამშვიდობებისას ან Bye-ს ნაცვლად.

სხვა ტერმინები, როგორიცაა: Sleep Tight, Sleep Well ან Sweet Dreams იხმარება, როდესაც ვიცით, რომ ადამიანი ძილს აპირებს.

ავტორი
ნათია თანანაშვილი

Scroll to Top