British.Ge

ინგლისური ენის 10 საინტერესო ფაქტი, რომელიც არ იცოდით

იცოდით თუ არა რომ, სიტყვა „enneacontakaienneagon“ არსებობს ინგლისურ ენაში? არის თუ არა სიტყვა actually სიტყვა? და ფიქრობთ, რომ „supercalifragilisticexpialidocious“ წარმოთქმა ძალიან რთულია? რეალურად, ეს სიტყვა „enneacontakaienneagon“ ისეთივე უცნაურია როგორც მისი მნიშვნელობა, ეს ნიშნავს 99 კუთხოვან გეომეტრიულ ფიგურას, ქართულად ალბათ ასე იქნებოდა „ოთხმოცდაცხრამეტკუთხედი“.

სხვა ენებთან შედარებით, ინგლისური შეიძლება მარტივი ჩანს, მაგრამ ეს ალბათ იმიტომ, რომ უმეტესი ხალხი არ ათვიცნობიერებს თუ ეს ენა როგორ სავსეა გიჟური გამოგონებებით, მცდარი განმარტებებით, შეცდომებით, უცნაური სიტყვებით და უსარგებლო სიტყვებით.

მოდი გადავხედოთ  ინგლისური ენის საინტერესო ფაქტების ტოპ-ათეულს:

1. “I am” – არის უმოკლესი დასრულებული წინადადება ინგლისურ ენაში.

2. პანგრამა (პანგრამული წინადადება) „A pangramარის წინადადება რომელიც შეიცავს ენაში არსებულ ყველა ასოს.

მაგალითად: “The quick, brown fox jumps over the lazy dog” არის პანგრამა.

3. Supercalifragilisticexpialidocious (*ამოისუნთქეთ*) არ არის ყველაზე გრძელი სიტყვა ინგლისურ ენაში.

ეს დამატებითი სიტყვა (რომელიც დაახლოებით “ფანტასტიურს” ნიშნავს) გამოგონილ იქნა კინოფილმისთვის, და ინგლისურ ლექსიკონებშიც აღმოჩნდა. რაც ალბათ აქამდე არ იცოდით, არსებობს ამ სიტყვაზე კიდევ უფრო გრძელი სიტყვა „Pneumonoultramicroscopicsilicovolcanoconiosis არის ფილტვების დაავადების სახეობა რომელიც გამოწვეულია ფერფლისა და მტვერის ჩასუნთქვით. აბა სცადეთ და გამოთქვით.

4. „აჩრდილი სიტყვები“ – „ghost words”, რომელთაც მნიშვნელობა არ აქვთ ლექსიკონში.

დაიჯერებთ თუ არა, არსებობს რამდენიმე სიტყვა, რომლებიც გამოჩდნენ ლექსიკონებში ბეჭდვითი შეცდომების გამო და არ აქვთ ნიშვნელობა. სიტყვა „dord” ლექსიკონში გხვდებოდა რვა წლის განმავლობაში, მეოცე საუკუნის შუა წლებში. მას ეწოდა „აჩრდილი სიტყვა“.

5. უმოკლესი, უძველესი და ყველაზე ხშირად გავრცელებული სიტყვა არისI” (მე).

შუა საუკუნეების ხელნაწერებმა გამოავლინა, რომ ზოგიერთი უძველესი სიტყვა ინგლისურ ენაში იყო “I,” (მე) “we,” (ჩვენ) “two,” (ორი) და “three” (სამი). რაც ცხადყოფს, რომ სიტყვა „I” (მე) უმოკლესი და უძველესი, ისევე როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ინგლისურ საუბრებში.

6. ახალი სიტყვა ემატება ლქსიკონს ყოველ ორ საათში.

ამ წუთსა და თქვენს შემდეგ სადილობამდე, ახალი სიტყვა დაემატება ლექსიკონს. წლის განმავლობაში დაახლოებით 4000 ახალი სიტყვა ემატება ინგლისურ ლექსიკონს. ასე რომ, თუკი დისერტაციის დროს კომიტეტის ყურადღების მიპყრობას შეეცდებით, ეცადეთ დაამატოთ პროექტს რამდენიმე ახალი სიტყვა.

7. „ყავარჯენი სიტყვები“ (Crutch Words) – ეს ის სიტყვებია რომელთაც ხშირად ვიყენებთ.

სიტყვებს, რომელთაც მუდმივად ვიყენებთ მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები რაიმე ღირებული მნიშვნელობის მატარებლები არ არიან ეწოდება „ყავარჯენი სიტყვები“ (Crutch Words). მაგალითად, „Then I was like, OMG, then like, he went there, and like…” აშკარაა, რომ “like” ყავარჯენი სიტყვაა. “actually,” “honestly,” და “basically” ასევე ფართოდ გავრცელებული ყავარჯენი სიტყვებია.

8. Swims იქნება swims მაშინაც კი თუკი ამ სიტყვას ამოვატრიალებთ.
ასეთ სიტყვებს ვუწოდებთ ამბიგრამებს (ambigrams).
swims
9. ინგლისური საჰაერო ენაა.

რაც ნიშნავს, რომ ყველა პილოტთან დასაკავშირებლად გამოიყენება ინგლისური ენა მათი წარმომავლობის მიუხედავად.

10. სიტყვა “girl” ძველად გამოიყენებოდა პატარა ბიჭის ან გოგოს მნიშვნელობით.

ეს სიტყვა არ მიგვითითებდა უშუალოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენელზე. „girl”-ს ქონდა „ბავშვის“ ან „ახალგაზრდა ყმაწვილის“ მნიშვნელობა სქესის მიუხედავად.

მოამზადა ნათია თანანაშვილმა

Scroll to Top