British.Ge

პირველად საქართველოში – BBC ცენტრში, ინგლისური ენის შესწავლა 24 საათში ულტრასხივების მეშვეობით

და აი დადგა ის მომენტი, როდესაც მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ,რომლის დანერგვის პროცესში ჩართულნი იყვნენ  ინგლისისა და ამერიკის ცნობილი მედიცინის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ლინგვისტიკის ინტიტუტები, სადაც ბიბისი ცენტრს პატივი ხვდა წილად ექსკლუზიურად მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში, რის შედეგადაც, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო მსოფლიოსთვის, დღესდღეისობით პირველად საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში ყველას შეუძლია მხოლოდ 24 საათის განმავლობაში სრულფასოვნად დაეუფლოს ინგლისურ ენას, ელექტროფიზიოლოგიური აპარატის „LIRPA 1“-ის (Linguistic Informational Radio Physiology Apparatus) საშუალებით.

 

რაც გულისხმობს, რომ თქვენ გიკეთდებათ სპეციალური აპარატი თავზე, სადაც ხდება უპირველესად ტვინის სკანირება, ხოლო შემდეგ აპარტი ახდენს ტვინის იმ უბნის სტიმულირებას, რომელიც პასუხისმგებელია ენის ათვისებაზე. პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად ბნელ ოთახში, თვალებზე გიკეთდებათ სპეციალური სათვალე, მოგერგებათ ყურსასმენი აპარატურა. სწავლების პროცესი მიმდინარეობს 24 საათი, ყოველი 4 საათის შემდეგ 10 წუთიანი ინტერვალებით. პროცესის განმავლობაში ისევე, როგორც შესვენებების დროს, გეკრძალებათ ყოველგვარი სასმელისა და საკვების მიღება.

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს 24 საათის შემდეგ თქვენ შეძლებთ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ეხება ინგლისური ენის ნებისმიერი დონის მქონე მსმენელს (დაწყებული ნულოვანი დონიდან).

Scroll to Top