British.Ge

სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი

სასაუბრო ინგლისური ენის შესწავლაკურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის შესწავლა, როგორც სასწავლო და ტურისტული, ისე სამუშაო მიზნებისთვის.

კურსის ფარგლებში მეტი დრო ეთმობა სიტყვათა მარაგის შევსებას,  აქტიურ კომუნიკაციას პედაგოგებთან, გამოთქმისა და მოსმენის უნარ-ჩვევების დახვეწას. მსმენელებს მიეცემათ საშუალება აითვისონ შესაბამისი ლექსიკა და შემდეგ ისაუბრონ სხვადასხვა ყოველდღიურ თემაზე, როგორიცაა მაგალითად, სატელეფონო საუბრები, საუბრები აეროპორტში, რესტორანში, უნივერსიტეტში, ოფისში, ტურისტულ სააგენტოში, საყიდლებზე, წვეულებაზე, და ა.შ. ჩატარდება ინტერაქტიული გაკვეთილები, რაც საშუალებას მოგვცემს პრაქტიკაში გამოვიყენოთ ახლად შესწავლილი მასალა.

კურსის მიზანია მსმენელებმა შეძლონ თავისუფლად და თავდაჯერებულად ისაუბრონ სხვადასხვა ყოველდღიურ და პრაქტიკულ თემაზე, მოეხსნათ ინგლისურად საუბრის კომპლექსი და განუვითარდეთ ინგლისურ ენაზე მოსმენის უნარ-ჩვევები.

სასწავლო დონეები

  • Beginner – 3 თვე
  • Elementary –  3 თვე
  • Pre-intermediate – 4 თვე
  • Intermediate –  4 თვე
  • Upper- intermediate – 5 თვე
  • Advanced – 5 თვე

გაკვეთლის ხანგძლივობა: 1.30 სთ (დამოკიდებულია ჯგუფში მსმენელთა რაოდენობაზე)
სწავლების გრაფიკი: კვირაში ორჯერ ან სამჯერ
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 2-6 მსმენელი 

ჩვენს მსმენელებს აქვთ ასევე შესაძლებლობა გაიარონ სასაუბრო ინტენსიური კურსი, რაც მათ მისცემს საშუალებას უმოკლეს დროში დაეუფლონ ინგლისურად კომუნიკაციისთვის საჭირო ძირითად ლექსიკასა და უნარ-ჩვევებს.

Scroll to Top