British.Ge

წარმატებული სასკოლო სისტემების მთავარი მახასიათებლები

როცა  ვფიქრობთ, რომ  გვჭირდება კარგი სასკოლო  განათლების  სისტემა ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვები,  თუ  საიდან  დავიწყოთ,  რა უნდა გავაკეთოთ სასურველი  შედეგის მისაღწევად.  გონივრულია,  რომ ვისწავლოთ   წარმატებული ქვეყნებისგან,  რეფორმის პროცესში გამოვიყენოთ  მათ მიერ უკვე დაგროვილი ცოდნა და  გამოცდილება. არ უნდა დავხარჯოთ დრო იმ შეკითხვებზე პასუხების საპოვნელად,  რაც  უკვე აღმოჩენილია, გამოცდილია პრაქტიკაში, რასაც  ვიცით,  რომ  ნამდვილად  მოაქვს შედეგი.

ამ  სტატიის მიზანია ვნახოთ,  თუ რა აქვთ საერთო წარმატებული სასკოლო განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს  და რისი  სწავლა შეიძლება  მათგან.

ეფექტურ სასკოლო  სისტემის  მქონე  ქვეყნებად, რა თქმა უნდა,  მიიჩნევიან  ფინეთი, სინგაპური, კანადა,  იაპონია,   კორეა,  შაინჰაი  ეს ქვეყნები ყოველთვის პირველ ადგილებს იკავებენ  საერთაშორისო  ტესტებში,  ასევე  ინოვაციების ინდექში.

მაშ ასე, ვნახოთ რა აქვთ მათ  საერთო:

1. სასკოლო სისტემების გარდაქმნა   თითქმის  ყველგან   დაიწყო მთავრობის   გადაწყვეტილებით  და გააზრებით,  რომ ყველაზე  რაციონალური  გზა,  სადაც შეიძლება  ფული დახარჯო  ეს არის განათლება.   მაგალითად,  სინგაპურის მთავრობის დევიზია „თუ გინდა  ააყვაო ქვეყანა,  გაანათლე ერი“,   იაპონიაში სპეციალური კანონით განსაზღვრეს  განათლებაზე  დასახარჯი თანხის მოცულობა და ა.შ.

✓გსურთ უცხო ენების შესწავლა? გაეცანით სასწავლო პროგრამების EDU.ARIS.GE-ზე

2. მეორე,  რაც აქვთ საერთო  ფინეთს,  სინგაპურს,  კანადას –   მათ რეფორმა  დააფუძნეს შემდეგ იდეზე:   “საუკეთესო განათლება და პირობები  ყველა  ბავშვისთვის“.   ეს ნიშნავს,  რომ სახელმწიფომ   მიზნად დაისახა   ყველა მოსწავლეს  ჰქონოდა თანაბარი პირობები და ხელმისაწვდომობა   საუკეთესო  სასკოლო განათლებაზე,   მიუხედავად  მათი ოჯახის   სოციალური სტატუსისა.  აქ  ბავშვები სკოლებში  ღებულობენ  ყველაფერს,  რაც  მათ აკლიათ  სახლში. სკოლები უფრო მეტად ფოკუსირებულნი არიან მოსწავლეთა ზრუნვაზე,  ვიდრე   აკადემიურ  მიღწევებზე.  შესაბამისად, ამ ქვეყნებში, სახელმწიფო  ყველა მოსწავლეს, უზრუნველყოფს  უფასო  სასწავლო  რესურსებით,  კვებით,  გარკვეული სახის  სამედიცინო სერვისითაც  კი.

3. მესამე,  რითაც წარმატებული სასკოლო  სისტემის მქონე ქვეყნები გამოირჩევიან, ეს არის პედაგოგების  მაღალი კვალიფიკაცია,   მათი  გადამზადების ძლიერი სისტემის  არსებობა.  ამ ქყვენებში  მხოლოდ საუკეთესო კუსრდამთავრებულებს  შეუძლიათ  განცხადების  შეტანა პედაგოგის  პროფესიაზე.   სწორედ  მაღალკვალიფიციური პედაგოგები  არიან  ამ სისტემების წარმატების უმთავრესი პირობა.

4. კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი  არის სწავლების  სწორი გააზრება,   ის რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვა ტალანტი აქვს  და  რომ სკოლა უნდა  დაეხმაროს მათ  იპოვონ  ბუნებრივი ნიჭი.  შესაბამისად, ამ ქვეყნების სასწავლო გეგმებში სხვადასხვა  დისციპლინის  საკმაოდ ფართო  სპექტრია წარმოდგენილი.

5. ამ ქვეყნებში   საზოგადოების მხრიდან უდიდესი დაფასება  და ნდობაა  პედაგოგების მიმართ,  ისინი  განიხილებიან, როგორც  ერის აღმშენებლები,  შესაბამისად ეს პროფესია ძალიან  პრესტიჟულია და ზოგადად, ამ საზოგადოებებში განათლება  ღირებულია.

6. აღნიშნული  ქვეყნები  გამოირჩევიან  პედაგოგთა   კოლაბორაციისა  და ურთიერთთანამშრომლობის  მაღალი დონით.

ვიცოდეთ,  რა არ აქვთ საერთო,   ესეც  საინტერესოა  რეფორმის სწორად დაგეგმვისას: 

ცენტრალიზაცია – დეცენტალიზაცია :   მაგალითად,  ფინეთში სკოლები დეცენტრალიზებულია და  გადაწყვეტილების მიღება სკოლის და ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის დონეზე ხდება. სინგაპურში, პედაგოგთა შერჩევა,  გადამზადება,   მართვა და ასე შემდეგ ცენტრალიზებულად ხორციელდება.

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში:  ფინეთის  სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში 15-დან 25-მდეა.   სინგაპურში,  შანჰაიში  ზოგჯერ 45 მოსწავლეც ზის კლასში.

პედაგოგების ხელფასი:   რა თქმა უნდა, ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანაში მასწავლებლის ხელფასი საკმაოდ კარგია,  თუმცა იგივე ფინეთში,  ის სხვა პროფესიების ანაზღაურებას დიდად არ აღემატება.

ტესტები:   ფინეთში, მოსწავლეების შეფასებისას არ იყენებენ მრავალპასუხიან ტესტებს,   მაგრამ კანადაში გარკველული დოზით ხდება ასეთი  ტესტების გამოყენება.

მოსწავლეთა  დატვირთვა:   ფინეთში მოსწავლეებს  ცოტა საშინაო დავალება აქვთ,  სამხრეთ  კორეაში  ისინი  დღის განმავლობაში  16 საათს  მეცადინეობენ,    თუმცა  ამას მათთვის უარყოფითი შედგებიც აქვს: მოსწავლეთა  თვითმკვლელობის შემთხვევები  ხშირია,  რასაც ფსიქოლოგები  სწორედ მათ სასკოლო  დატვირთვას მიაწერენ.

რა განაპირობებს საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემების წარმატებას

პასი სალბერგის სტატია, რომელიც ანგრევს მითს მასწავლებლობაზე და პედაგოგთა მომზადებაზე

მუხრან გულიაშვილი

Scroll to Top