British.Ge

10 რჩევა ადამიანისგან, რომელიც 16 ენას ფლობდა

კატო ლომბი იყო ადამიანი, რომელიც 16 ენაზე ლაპარაკობდა. დიდი ხნის განმავლობაში, იგი 8 ენაზე სინქრონულად და რაც მთავარია, ძალიან სწორად თარგმნიდა. მან შემოგვთავაზა 10 რჩევა, რაც ენების ათვისებაში დაგვეხმარება.

1. იმეცადინეთ ყოველდღე. შედეგის მისაღწევად, ისევე როგორც სპორტდარბაზში, აქაც აუცილებელია ყოველდღე 10-15 წუთი მაინც დაუთმოთ ახალი სიტყვების შესწავლასა და გადამეორებას.

2. თუ გეზარებათ და გეკარგებათ სწავლის სურვილი, მოიგონეთ რაიმე გასართობი. მაგალითად, ვისწავლი 5 სიტყვას და მოვუსმენ ჩემს საყვარელ მუსიკას, გავისეირნებ გარეთ და ა.შ

3. არასდროს ისწავლოთ ცალკეული სიტყვა – ისწავლეთ ისინი კონტექსტში.

4. ამოიწერეთ სასურველი ფრაზები და საუბრის დროს გამოიყენეთ ისინი.

5. რაც შეგხვდებათ გარეთ თუ სახლში, ეცადეთ გადათარგმნოთ ისინი ტვინში, იქნება ეს რეკლამა, განცხადება, წარწერა თუ ა.შ

6. მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ წესებს, დაიზეპირეთ ისინი.

7. ამოწერილი ფრაზები და იდიომები კარგად დაიმახსოვრეთ.

8. წაიკითხეთ წიგნები, გაზეთები, უყურეთ ფილმებს ამ ენაზე.

9. არ შეგეშინდეთ შეცდომების, გაასწორეთ და დაიმახსოვრეთ ისინი.

10. იყავით დარწმუნებული, რომ შეძლებთ ენის სრულყოფილად შესწავლას.

Scroll to Top