Facebook Twitter Instagram
    British.Ge
    • მთავარი
    • ჩვენს შესახებ
    • სერვისები
      • მთარგმნელობითი მომსახურება
      • ბავშვთა ბანაკები
      • ინგლისური აბიტურიენტებისთვის
      • ბიზნეს ინგლისური
      • საკვირაო სკოლა
      • TOEFL / IELTS
      • ზოგადი, სასაუბრო, ბიზნესი, IELTS, TOEFL
      • ზოგადი ინგლისური ენის კურსი
      • ტრენინგები ინგლისურ ენაში ქალაქგარეთ სასტუმროში
      • სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
      • ვებინარები – ონლაინ გაკვეთილები ინგლისურ ენაში
    • გალერეა
    • სიახლეები
    • თემები
      • ვებინარები
      • ფსიქოლოგია
    • კონტაქტი
    • ქართული
    • English
    British.Ge
    You are at:Home»სიახლეები»10 000-ზე მეტი მოსწავლე „ჩასაბარებლად შეუძლებელ“ ინგლისურის გამოცდას პეტიციით აპროტესტებს

    10 000-ზე მეტი მოსწავლე „ჩასაბარებლად შეუძლებელ“ ინგლისურის გამოცდას პეტიციით აპროტესტებს

    0
    By Best British Centre on ივლისი 1, 2015 სიახლეები

    10,000-ზე მეტმა ფრანგმა მოსწავლემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც მოუწოდებენ განათლების მინისტრს, გააუქმოს ბაკალავრიატის ინგლისური ენის წლევანდელი ტესტები, რომელთა ჩაბარებაც, როგორც თვითონ ამბობენ, შეუძლებელი იყო.

    სკოლის დამამთავრებელ გამოცდაში, რომელსაც წლის ბოლოს ყველა მოსწავლე აბარებს (როგორც წესი, 17 წლის ასაკში), წელს მოყვანილი იყო ნაწყვეტი იან მაკევანსის „მონანიებიდან“, რომელიც წიგნის მთავარ პერსონაჟს, რობი ტერნერს ეხებოდა.

    ჩამჭრელად შერაცხული „შეკითხვა M“ შემდეგში მდგომარეობდა: „როგორია მისი დამოკიდებულება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და როგორ ართმევს თავს ტერნერი მოცემულ პრობლემას (How is Turner coping with the situation) ?“

    ბევრი ფრანგი თინეიჯერისთვის, რომელიც მოცემულ გამოცდას წერდა, აღმოჩნდა, რომ თავად ისინი საერთოდაც ვერ ართმევდნენ თავს გამოცდას სათანადოდ. განსაკუთრებული პრობლემა სწორედ სიტყვამ coping (რომელიც გამკლავებას, თავის გართმევას ნიშნავს) გამოიწვია, რომელმაც ძალიან ბევრი მათგანი გააოცა, რადგან არ იცოდნენ სიტყვის მნიშვნელობა. გამოცდის შემდეგ, ფრანგული სოციალური ქსელები მოსწავლეთა აღშფოთებულმა სტატუსებმა მოიცვა – ჰეშტეგით #BacAnglais.

    17 წლის არტურმა Monday-ს რეპორტიორს უთხრა, რომ გამოცდის შემდეგ რამდენიმე მეგობარს ესაუბრა და აღმოაჩინა, რომ მათაც პრობლემა შეექმნათ ზემოთ აღნიშნულ სიტყვასთან დაკავშირებით.

    „ამიტომ, შევქმენი პეტიცია, რათა მენახა, სხვებიც ისევე დაბნეულები იყვნენ თუ არა, როგორც ჩვენ და ის მართლაც ვირუსივით გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ უამრავი ბავშვი ჩააგდო საგონებელში სიტყვამ „coping“. ეს ნამდვილად არ არის ხშირად გამოყენებადი სიტყვა,“ – თქვა არტურმა.

    პეტიცია სათაურით „გააუქმეთ შეკითხვა M“ გავრცელდა იმისათვის, რომ განათლების მინისტრის ყურადღება მიეპყროთ და გაეუქმებინათ ის, ან დაემატებინათ ბონუს ქულები მათთვის, ვინც მასზე პასუხის გაცემა შეძლო. ორიოდ დღეში მას 10,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

    თუმცა, არტურს ყველა არ ეთანხმება. ასევე გამოსაშვები კლასის მოსწავლე ჰუგო ტრავერსმა ტვიტერზე დაწერა: „ერთი შეკითხვა გერთულოს და მაშინვე პეტიცია წამოიწყო, ეს ნამდვილად არასწორი მიდგომაა.“

    წყარო: edu.aris.ge

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Best British Centre
    • Facebook

    BBC - is a multi profile English-Georgian Georgian-English centre, which provides high quality and service for Georgian and foreign students.

    Related Posts

    გამარჯობა თუ გამარჯობათ? | ნათია თანანაშვილი

    ნუ ჩარეცხავ ბავშვს აბაზანის წყალთან ერთად | british.ge | ნათია თანანაშვილი

    როგორ ავაჩქაროთ აზროვნება

    Comments are closed.

    BBC- Best British Centre
    No flash installed
    სიახლეები
    აპრილი 1, 2017

    პირველად საქართველოში – BBC ცენტრში, ინგლისური ენის შესწავლა 24 საათში ულტრასხივების მეშვეობით

    ნოემბერი 2, 2015

    გამარჯობა თუ გამარჯობათ? | ნათია თანანაშვილი

    სექტემბერი 16, 2015

    ნუ ჩარეცხავ ბავშვს აბაზანის წყალთან ერთად | british.ge | ნათია თანანაშვილი

    ივლისი 19, 2015

    გამარჯობა თუ ნახვამდის? | british.ge

    ივლისი 5, 2015

    ოშო: “რა არის პრობლემები?”

    მომსახურება
    • მთარგმნელობითი მომსახურება
    • ბავშვთა ბანაკები
    • ინგლისური ენის შესწავლა
    • საკვირაო სკოლა
    • ვებინარები – ონლაინ გაკვეთილები ინგლისურ ენაში
    • სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
    • ზოგადი, სასაუბრო, ბიზნესი, IELTS, TOEFL
    • ბიზნეს ინგლისური
    • ზოგადი ინგლისური ენის კურსი
    • TOEFL / IELTS
    • ინგლისური აბიტურიენტებისთვის
    • ტრენინგები ინგლისურ ენაში ქალაქგარეთ სასტუმროში
    • Register
    • Test Your English
    BBC- Best British Centre





    BBC - Best British Centre © ყველა საავტორო უფლება დაცულია 2015

    TOP.GE BBC - Best British Centre © ყველა საავტორო უფლება დაცულია 2015

    Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.