Facebook Twitter Instagram
    British.Ge
    • მთავარი
    • ჩვენს შესახებ
    • სერვისები
      • მთარგმნელობითი მომსახურება
      • ბავშვთა ბანაკები
      • ინგლისური აბიტურიენტებისთვის
      • ბიზნეს ინგლისური
      • საკვირაო სკოლა
      • TOEFL / IELTS
      • ზოგადი, სასაუბრო, ბიზნესი, IELTS, TOEFL
      • ზოგადი ინგლისური ენის კურსი
      • ტრენინგები ინგლისურ ენაში ქალაქგარეთ სასტუმროში
      • სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
      • ვებინარები – ონლაინ გაკვეთილები ინგლისურ ენაში
    • გალერეა
    • სიახლეები
    • თემები
      • ვებინარები
      • ფსიქოლოგია
    • კონტაქტი
    • ქართული
    • English
    British.Ge
    You are at:Home»სიახლეები»5 შეცდომა, რომელსაც მშობლები თინეიჯერ შვილებთან ურთიერთობაში უშვებენ

    5 შეცდომა, რომელსაც მშობლები თინეიჯერ შვილებთან ურთიერთობაში უშვებენ

    0
    By Best British Centre on ივლისი 1, 2015 სიახლეები

    თქვენი შვილი პატარა ბავშვი აღარ არის. ის უკვე თინეიჯერია და დროა, თქვენი აღმზრდელობით უნარებიც მათთან ერთად გაიზარდოს. დიახ, შესაძლოა, ისინი უფრო უხასიათონი არიან, ვიდრე ადრე და ახალი საფიქრალი გაგიჩნდათ: სახლში დაგვიანებული გამოჩენა, ახალი შეყვარებული ან მეგობრები, რომლებიც ძალიან არ მოგწონთ და სხვა… თქვენი შვილი ნამდვილად გამოცდის თქვენს მოთმინებას. მაგრამ, ისინი თქვენი შვილები არიან და ატანა მოგიწევთ. მათაც, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აღიარებენ, თქვენ ნამდვილად ჭირდებით.

    მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როდის უნდა იყოთ მკაცრი და როდის უნდა დაიხიოთ უკან და დათმოთ. გაითვალისწინეთ, რა შეცდომები უნდა აირიდოთ თავიდან.

    1.მუდმივად უარესის მოლოდინი
    Tufts University-ს პროფესორის რიჩარდ ლერნერის აზრით, ბევრი მშობელი შვილის აღზრდას უდგება, როგორც დიდ განსაცდელს. მათ ჯერათ, რომ მათ მხოლოდ იმის ყურება შეუძლიათ უმწეოდ, თუ როგორ გადაიქცევა მათი შვილი საყვარელი ბავშვიდან არაპროგნოზირებად მონსტრად. ეს კი თვითშესრულებადი წინასწარმეტყველებაა. უარყოფითი მოლოდინები ხელს უწყობენ იმის მოხდენას, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ.
    ლერნერი გირჩევთ, რომ ყურადღება ბავშვების ინტერესებსა და ჰობიზე გადაიტანოთ, თუნდაც მათი ბოლომდე არ გესმოდეთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, ურთიერთობის ახალი გზა გამონახოთ, კვლავ დაუკავშირდეთ თქვენს საყვარელ შვილს და თავადაც ისწავლოთ ბევრი ახალი რამ.

    2.ძალიან ბევრი წიგნის წაკითხვა ბავშვის აღზრდის შესახებ
    საკუთარ ინსტიქტებზე ნდობის ნაცვლად, ბევრი მშობელი სხვა „ექსპერტების“ რჩევებს ეძებს ბავშვის აღზრდის შესახებ. ისინი თავს იზღუდავენ წიგნებში წაკითხული რჩევებით. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი წიგნები ცუდია. „წიგნი პრობლემა ხდება მაშინ, როცა მშობლები მათ საკუთარი თანდაყოლილი უნარების ჩასანაცვლებლად იყენებენ“, ამბობს პროფესორი რობერტ ევანსი. ამიტომ, კარგად გაარკვიეთ, რა გჭირდებათ თქვენ და თქვენს ოჯახს.

    3.უმნიშვნელო საკითხებზე ნერვიულობა
    შეიძლება, თქვენი გოგონას ახალი ვარცხნილობა ან ტანისამოსი არ მოგწონთ. მაგრამ, სანამ ჩაერევით, სიტუაციას უფრო ფართო გაგებით მიუდექით. ეს არ ნიშნავს ბავშვის რისკის ქვეშ დაყენებას. უბრალოდ, მიეცით გარკვეული თავისუფლება, რათა ასაკის შესაფერისი გადაწყვეტილებები მიიღოს და ისწავლოს საკუთარი არჩევანის გაკეთებით მიღებული შედეგებისაგან.
    „ბევრ მშობელს სურს, რომ აღზრდის პროცესს არანაირი ტკივილი, იმედგაცრუება ან წარუმატებლობა არ მოჰყვეს. მაგრამ, თქვენი შვილის მუდმივი დაცვა რეალობისაგან, ასევე ართმევს მას ბევრი ღირებული რამის შესწავლის შესაძლებლობას,“ ამბობს ევანსი.

    4.მნიშვნელოვანი საკითხების იგნორირება
    თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი შვილი ალკოჰოლს ან ნარკოტიკს იღებს – აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გულგრილობის გამოჩენა. მშობლებს, შეიძლება შვილების მიერ ალკოჰოლის მიღება ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდეთ, რადგან მათ ასაკში თავადაც სვამდნენ. მაგრამ, ფსონები ახლა უფრო მაღალია. ამიტომ, კარგად დააკვირდით მოულოდნელ ცვლილებებს შვილის საქციელში, გარეგნობაში, აკადემიურ მოსწრებასა თუ სამეგობრო წრეში. ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს და აუცილებლად ჩაერიეთ საჭიროების შემთხვევაში.

    5.ზედმეტი ან ძალიან ცოტა დისციპლინა
    ზოგი მშობელი მაშინვე, როდესაც იგრძნობს, რომ შვილის საქციელზე კონტროლს კარგავს, უსაფრდება ყოველ წუთს, რომელსაც მისი შვილი ოჯახის გარეთ ატარებს. ზოგი კი თავიდან იცილებს ყოველგვარ კონფლიქტს იმის შიშით, რომ შვილი ხელს კრავს და ჩამოშორდება.
    არც ერთი მათგანი არაა მისაღები. საჭიროა ბალანსის პოვნა მორჩილებასა და სრულ თავისუფლებას შორის.
    ზედმეტი სიმკაცრით, იქნებ, დაიმორჩილოთ კიდეც შვილი, მაგრამ რის ფასად? ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანები ვერ ავითარებენ პრობლემის გადაჭრის და ლიდერობის უნარებს, რადგან თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად.
    მთლად უდისციპლინობაც არ გამოდგება. მათ მკაფიო სტრუქტურა სჭირდებათ, რათა გარესამყაროსთან სრულფასოვანი ურთიერთობა შეძლონ.

    გახსოვდეთ, რომ თქვენი გავლენა შვილებზე უფრო ღრმაა, ვიდრე ეს თქვენ გგონიათ. ბევრი თინეიჯერი ამბობს, რომ მშობლებთან მეტი დროის გატარების სურვილი აქვს. აუცილებლად გამონახეთ საჭირო დრო მათთვის, განსაკუთრებით, თინეიჯერულ ასაკში. მაშინაც კი, როდესაც ეს ერთი შეხედვით არ ჩანს, თქვენ მაინც ხართ ის მყარი საფუძველი, რომელთან სახლში დაბრუნებაც, იციან, რომ ყოველთვის შეუძლიათ.

    წყარო: edu.aris.ge

    Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
    Best British Centre
    • Facebook

    BBC - is a multi profile English-Georgian Georgian-English centre, which provides high quality and service for Georgian and foreign students.

    Related Posts

    გამარჯობა თუ გამარჯობათ? | ნათია თანანაშვილი

    ნუ ჩარეცხავ ბავშვს აბაზანის წყალთან ერთად | british.ge | ნათია თანანაშვილი

    როგორ ავაჩქაროთ აზროვნება

    Comments are closed.

    BBC- Best British Centre
    No flash installed
    სიახლეები
    აპრილი 1, 2017

    პირველად საქართველოში – BBC ცენტრში, ინგლისური ენის შესწავლა 24 საათში ულტრასხივების მეშვეობით

    ნოემბერი 2, 2015

    გამარჯობა თუ გამარჯობათ? | ნათია თანანაშვილი

    სექტემბერი 16, 2015

    ნუ ჩარეცხავ ბავშვს აბაზანის წყალთან ერთად | british.ge | ნათია თანანაშვილი

    ივლისი 19, 2015

    გამარჯობა თუ ნახვამდის? | british.ge

    ივლისი 5, 2015

    ოშო: “რა არის პრობლემები?”

    მომსახურება
    • მთარგმნელობითი მომსახურება
    • ბავშვთა ბანაკები
    • ინგლისური ენის შესწავლა
    • საკვირაო სკოლა
    • ვებინარები – ონლაინ გაკვეთილები ინგლისურ ენაში
    • სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
    • ზოგადი, სასაუბრო, ბიზნესი, IELTS, TOEFL
    • ბიზნეს ინგლისური
    • ზოგადი ინგლისური ენის კურსი
    • TOEFL / IELTS
    • ინგლისური აბიტურიენტებისთვის
    • ტრენინგები ინგლისურ ენაში ქალაქგარეთ სასტუმროში
    • Register
    • Test Your English
    BBC- Best British Centre





    BBC - Best British Centre © ყველა საავტორო უფლება დაცულია 2015

    TOP.GE BBC - Best British Centre © ყველა საავტორო უფლება დაცულია 2015

    Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.