ბენი ლიუისი – ირლანდიელი პოლიგლოტია. მან იცის 11 ენა და არ აპირებს ამაზე გაჩერებას. ბენიმ გამოაქვეყნა მრავალი მასალა ენების შესასწავლად, შეიმუშავა რამდენიმე მეთოდიკა და პროგრამა. გთავაზობთ ბენის 12 რჩევას, თუ როგორ შევისწავლოთ უცხო ენა მაქსიმალურად მოკლე დროში.
- ისწავლეთ საჭირო სიტყვები სწორი გზით
საერთოდ არ არის საჭირო იცოდეთ ყველა სიტყვა ენაში, რათა ისაუბროთ (სინამდვილეში, უმეტესობა ჩვენგანმა მშობლიურ ენაშიც არ იცის ყველა სიტყვა). მაგალითად, ინგლისურში ტექსტის 65% შედგება 300 განმეორებითი სიტყვისგან. სიტყვების ასეთი ნაკრები არის ნებისმიერ სხვა ენაში. საჭიროა მხოლოდ მათი ცოდნა, რათა გაიგოთ უმთავრესი გამოთქმები და მარტივი დიალოგები.
საუკეთესო მეთოდი ახალი სიტყვების შესასწავლად – წინასწარ გამზადებული სიტყვებით ბარათებზე. საჭიროა შემთხვევითი მიმდევრობით მათი დათვალიერება დროის გარკვეული პერიოდულობით.
- ისწავლეთ მონათესავე სიტყვები
მონათესავე სიტყვები – ეს ის სიტყვებია, რომლებიც ჰგავს თქვენი მშობლიური ენის სიტყვებს და ნიშნავს იგივეს, რასაც სხვა ენაში. მაგალითად, ფრანგულს, ესპანურს, პორტუგალიურს, იტალიურს აქვთ ბევრი საერთო ინგლისურთან. ბევრ ენაში ერთნაირი ფუძეა, ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს წერისას, მაგრამ მოგიწევთ „გაიჭირვოთ“, რომ ისინი ვერ იცნოთ, მაგალითად: ფრანგული exemple, იტალიური porto, capitano, ესპანური astronomíaდა Saturno.
- გქონდეთ ურთიერთობა შესასწავლ ენასთან ყოველდღიურად
ამისათვის, სულაც არ არის საჭირო იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ამ ენაზე საუბრობენ, მოუსმინეთ ონლაინ-რადიოს, უყურეთ ფილმებს თარგმანის გარეშე, არხებს YouTube-ზე, იკითხეთ ახალი ამბები და ბლოგები – ჩვენს დროში შესაძლებლობები საკმარისზე მეტია.
- ესაუბრეთ თქვენს შესასწავლ ენაზე მოსაუბრეებს Skype-თი
გამოიყენეთ ეს პროგრამა (ან რომელიმე მსგავსი), თქვენ შეძლებთ ესაუბროთ ადამიანს აშშ-ში ან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საჭირო ადამიანის პოვნა არც ისე რთულია. არის მრავალი საიტი, სადაც მოიძებნება პიროვნება, რომელიც დაგეხმარებათ უცხო ენის შესწავლაში, სანაცვლოდ კი დაეხმარებით თქვენი მშობლიური ენის დაუფლებაში. ან შეიძლება იპოვოთ მასწავლებელი, რომელიც დაგეხმარებათ მეცადინეობაში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
- დაზოგეთ ფული. საუკეთესო რესურსები უფასოა
არსებობს მრავალი შესანიშნავი და სრულიად უფასო რესურსი, რომლებიც დაგეხმარებათ ენის შესწავლაში. მთავარია არ იზარმაცოთ.
- არასდროს არის გვიანი უცხო ენის შესწავლა
ყველაზე გავრცელებული მცდარი აზრი – „მე საკმაოდ მოხუცი ვარ, რათა თავისუფლად ვისაუბრო უცხო ენაზე“
არასდროს ჩატარებულა კვლევა ასაკის ზრდასა და უცხო ენის შესწავლის შესაძლებლობის შემცირებას შორის კავშირზე. არსებობს მხოლოდ საერთო ტენდენცია უფროსი თაობის წარმომადგენლების მიერ უცხო ენის შესწავლაზე, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია შინაგან ფაქტორებზე.
- მოიფიქრეთ ასოციაციები
დაზეპირება არ კმარა. მოიფიქრეთ ასოციაციები ახალი სიტყვებისთვის, ისინი დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ უფრო ეფექტურად. მოუყევით საკუთარ თავს სახალისო და დასამახსოვრებელი ისტორია, რომელიც დაკავშირებული იქნება კონკრეტულ სიტყვასთან და მალე იგი თქვენი ლექსიკონის ნაწილი გახდება.
- მიიღეთ საკუთარი შეცდომები
ნუ შეგეშინდებათ საუბრის. პრობლემა ისაა, რომ თქვენ ვერასდროს შეძლებთ ნამდვილად „შეისწავლოთ“ ენა. იგი ხომ ურთიერთობის საშუალებაა. ენას ვერ დაიზეპირებ, ის უნდა გამოიყენო. ადამიანები ხშირად იმდენად ისწრაფვიან იდეალურად ისაუბრონ, რომ როდესაც არ გამოსდით, გული სწყდებათ და საერთოდ აღარ აგრძელებენ სწავლას. საუკეთესო გზა პრობლემის მოსაგვარებლად – გაიცინოთ საკუთარ შეცდომებზე და არ ეცადოთ იყოთ სრულყოფილი.
- დაისახეთ „ჭკვიანი“ მიზნები
როგორც წესი ჩვენ ვსახავთ მიზანს: „ვისწავლოთ ესპანური“. მაგრამ როგორ მიხვდებით, რომ უკვე შეისწავლეთ? „ჭკვიანი“ (ინგლ. Smart) მიზნები – ეს არის კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, შესაბამისი და დროში გაწერილი.
დაისახეთ მიზნად ენის შესწავლის გარკვეულ დონემდე მიღწევა კონკრეტულ დროში და თვალი ადევნეთ პროგრესს.
- იყავით მზად დახარჯოთ დიდი დრო პრაქტიკაზე
ადამიანები, რომლებიც მზად არიან დახარჯონ მთელი სამუშაო დრო ენის შესასწავლად, სულ რაღაც რამდენიმე თვეში მიაღწევენ მოწინავე ეტაპს. თუ თქვენ ამდენი დრო არ გაქვთ, მაშინ იმეცადინეთ ორ-ორი საათი დღეში, თქვენ მიაღწევთ იმავე შედეგს ერთ წელიწადში. დარწმუნდით, რომ ყოველ ჯერზე საუბრის წარმართვის უნარები უმჯობესდება. გქონდეთ სალაპარაკო თემების მთელი სია. სამუშაო ამად ღირს.
- ისწავლეთ საუბარი როგორც მშობლიურ ენაზე მოსაუბრემ
ყურადღება მიაქციეთ არა მარტო სწორ გამოთქმასა და აქცენტს, არამედ, ინტონაციას და სოციალურ-კულტურულ ქცევას თქვენს შესასწავლ ენაზე მოსაუბრეებში. შეეცადეთ მოიქცეთ ისე, რომ უცხოელებმა მიგიღონ როგორც „თავისიანი“ და დაიწყონ თქვენთან საუბარი მშობლიურ ენაზე – ეს ჭეშმარიტად საინტერესოა!
- ნუ დაიწყებთ სხვა ენის შესწავლას, სანამ არ დაეუფლებით წინას
დასაწყისისთვის კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ ერთ ენაზე. მიაღწიეთ მოწინავე ეტაპს, დახვეწეთ სასაუბრო უნარები და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით შემდეგი უცხო ენის შესწავლაზე.
წყარო: edu.aris.ge